Friday, November 9, 2012

მაქცია


XV-XVI საუკუნეებში მაქციის არსებობაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ამას ის ფაქტი ამტკიცებს, რომ მაშინდელმა ტრიბუნალმალიკანტროპიის (განმარტებას იხილავთ ბოლოში) ბრალდებით ათასობით ადამიანი გაასამართლა. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გახმაურებული საქმე ვინმე პიტერ სტამის წინააღმდეგ აღიძრა, რომელსაც 1589 წელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ეს გერმანელი გლეხი ქალაქ კიოლნში ცხოვრობდა, სადაც იმდროს ადამიანები და ცხოველები გაურკვეველ ვითარებაში იღუპებოდნენ. ხმა დაირხა, რომ ეს მგელი-მაქცია უნდა ყოფილიყო! დიდხანს არ უფიქრიათ და ხელი საბრალო პიტერ სტამს დაადეს. ერთ საღამოს, როცა შინ ბრუნდებოდა, მონადირეთა ჯგუფს გადაეყარა, რომლებსაც ის-ის იყო უზარმაზარი მგლის კვალი დაეკარგათ. ამ შეიარაღებული ადამიანებისთვისეს დამთხვევა სრულიად დამაჯერებელი აღმოჩნდა: ეს კაცი, რომელიც უცაბედად ხელში ჩაუვარდათ, ნამდვილად მგელი-მაქცია უნდა ყოფილიყო, ახლახან კვლავ ადამიანად ქცეული. სტამს წამება და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ბრალდებულის სხეული ნაწილებად აკუწეს და თავიც მოაჭრეს! საინტერესოა, როგორ რწმენოდათ ასეთი ქმნილების არსებობა, როდესაც არავინ შესწრებია ადამიანის მგლად გადაქცევას. მაგრამ არსებობს დაავადებები, როგორიცააჰიპერტრიქოზი, რომელიც მთელ სხეულზე ჭარბთმიანობას იწვევს და პროფირია, რომლის შედეგადაც ადამიანები საშინელი შესახედავები ხდებიან . ამ ადამიანების უბედურებას ისიც ემატებოდა, რომ დღის სინათლეს ძნელად იტანდნენ. ესსიმპტომი კი პირდაპირ ემთხვევა მგელი-მაქციის შესახებ გავრცელებულ მითს, რომ ღამის დადგომამდე გარეთ არ გამოდიოდნენ. მზის სინათლე პროფირიით დაავადებულებში აუტანელ ქავილს იწვევდა. სინათლეზე შესაძლებელი იყო, მათი კანი წითელი ლაქებით დაფარულიყო, და რაც კიდევ უფრო უსიამოვნო ვიზუალური მტკივნეულობა იყო, ზოგჯერ ჭარბთბიანები ხდებოდნენ . თუმცა ეს დაავადებები საკმაოდ იშვიათია. მაგრამ კვლავ იბადება კითხვა: მაინც ვის შეეძლო ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენა? კვლავ დიდ ეჭვს აღძრავს ლეგენდის მთავარი წყარო – თავად მგელი. იმ ეპოქაში, როდესაც ლეგენდები ლიკანტროპიის შესახებ ფართოდ იყო გავრცელებული, ცხოველები საკმაოდ ახლოს ცხოვრობდნენ დასახლებებთან. მკაცრი ზამთრის პირობებში ისინი ხშირად დაბორიალობდნენ ფერმების ახლო-მახლო და გასაკვირი არ არის, რომ რომელიმე მათგანს შეეძლო, გლეხი დაეგლიჯა ან მოეკლა. ამასთან შეიძლებოდა, ზოგი მგელი ცოფიანი ყოფილიყო და უცბად ძალიან აგრესიული გამხდარიყო. სწორედ ცოფის გამო უჩნდებოდა სურვილი, ყველა შორიახლო გამვლელისთვის კბილები ბოლომდე ჩაესო. მაინც რა იყო თავდასხმის შედეგი? ვინ ან რა აყენებდა ასეთ ზიანს მსხვერპლს,რომელსაც ადამიანები დილაადრიან პოულობდნენ? აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ასეთ დანაშაულს ჩვეულებრივი ცხოველი არ ჩაიდენდა. ეს უნდა ყოფილიყო უმი ხორცით გაუმაძღარი მონსტრი, რომელიც ღამით ცხოველად გარდაიქმნებოდა. “,უნდა ითქვას, რომ მგელი იმ ეპოქაში ეშმაკის მოკავშირედ ითვლებოდა და მასთან შეხვედრა ცუდის ნიშანი იყო”, – ამბობს პროფეორი პარკი. ეს საკმარისი მიზეზი გახლდათ იმისათვის, რომ ევრიპაში მათი მასიური განადგურება დაეწყოთ.
ლიკანტროპია: ადამიანის მგლად გადაქცევის ჯადოსნური უნარი. სიტყვა “ლიკანტროპია” წარმოიშვა ბერძენი მეფის – ლიკაონისგან. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ზევსმა იგი დასაჯა და მგლად გადააქცია, რადგან ლიკაონმამას წვეულებაზე მოტყუებით ადამიანის ხორცი აჭამა.

No comments:

Post a Comment