Saturday, November 10, 2012

კოსმოსური ცივილიზაცია-ნასკას ხაზები

დედამიწაზე არსებობს გრანდიოზული ნაგებობები,რომელთა შექმნას მეცნიერები ვერ ხსნიანმათ აარამიწიერ კოსმიურ ცივილიზაციას უკავშირებენ.

ნასკას ხაზები ისტორიკოსებს არაერთ თავსატეხს უჩენს — ვინ შექმნა, როდის, რისთვის და როგორ. სინამდვილეში, გეოგლიფების მიწაზევე დანახვა შეუძლებელია, ასე რომ, მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ნასკას ველის უძველესი მოსახლენი ამ გზით, ღმერთს უკავშირდებოოდნენ. გარდა რიტუალურისა, არ არის გამორიცხული ამ ფიგურების ასტრონომიული მნიშვნელობა. ხაზების შექმნის პერიოდად მეცნიერებს 12-ე საუკუნემდე ხანა მიაჩნიათ, ანუ როდესაც ველზე ნკები გამოჩნდნენ. კვლევათა უმეტესობის თანახმად, ეს ქმნილებები ნასკას ცივილიზაციის მიერ ჩვ. წ. აღ-ით 6-ე საუკუნემდე უნდა უნდა იყოს გაჩენილი. გეოგლიფთა წამყვანი მკვლევარი მარია რაიხე მიიჩნევს, რომ ფიგურებს ჯერ მცირე ფორმებით ამზადებდნენ, ხოლო შემდგომ საჭირო მსხვილ ზომებში ქმნიდნენ. ამის დამამტკიცებლად, მარიას ამავე რაიონში აღმოჩენილი მცირე ზომის ესკიზები მოჰყავს. სწორედ მარიას აზრით, რომელმაც ნასკას კულტურის შესწავლას ნახევარი საუკუნე უძღვნა, ეს ხაზები მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული კალენდარი შეიძლება გამოდგეს. გარდა ამისა, ფიგურების ბოლოებში ხის პალოები იქნა ნაპოვნი, რაც ნახატის (ნახაზის) საერთო ფორმის საკოორდინატო წერტლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დადგენილია, რომ პალოები ჩვ. წ. 6-ე საუკუნეს ეკუთვნის, სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ნასკას ტერიტორია ამ კულტურის მატარებელი ადამიანებით იყო დასახლებული.
ნასკას ხაზების რაოდენობა 13 ათასს აღწევს.მათი უმრავლესობა ასეული მეტრის სიგრძისაა,ზოგიც კილომეტრზეა გადაჭიმული.
მე-20 საუკუნეში თვითმფრინავის ილუმინატორიდან პირველად დაინახეს ნაზკას ხაზები. მათი მასშტაბებით ყველა გაოცებული დარჩა. მაშინ თითქმის არაფერი იყო ცნობილი იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ამ ხაზების შექმნის დროს ცხოვრობდა. გაჩნდა უამრავი, ერთმანეთზე უფრო თამამი და დაუჯერებელი თეორია. ზოგიერთები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ხაზები უცხო პლანეტიდან მოსული საფრენი აპარატების დასაჯდომ ადგილებს აღნიშნავდა. აქაურობის გულმოდგინედ შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეს ხაზები სრულიად ჩვეულებრივმა ხალხმა შექმნა. ცხოველთა ზოგიერთი ნახატის მახლობლად დიდი რაოდენობით თიხის ჭურჭელი იპოვეს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე დაახლ. 2000 წლის წინათ დამარხული ადამიანების საფლავებში აღმოჩენილი ჭურჭლისა და ქსოვილების მსგავსი იყო. ქოთნებზე გამოსახული ცხოველები და ფრინველები ძალიან ჰგავდნენ უდაბნოში დახატულ ცხოველებსა და ფრინველებს. ცხადი გახდა, რომ ჭურჭელიცა და უდაბნოს ნახატებიც ერთსა და იმავე ხალხს ეკუთვნის.

No comments:

Post a Comment