Sunday, November 11, 2012

წიგნი და ცნობილი ადამიანების გამონათქვამები წიგნზე


ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებითწერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამებისიეროგლიფებისა და ანბანის გაჩენა გამოიწვიაქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათთიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაციაფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაში წიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
ევროპაში პირველი წიგნი 1440 წელს იოჰან გუტენბერგის წყალობით დაიბეჭდა,რომელიც ჩვენამდე არ არის მოღწეული.
1629 
წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა "სახარება", 1686 წელს მოსკოვში ჩასულმა არჩილ მეფემ დაარსა სტამბა და დაიბეჭდა "დავითნი", "სამოციქულო" და "ვეფხისტყაოსანი".
წიგნს ადამიანი თავდაპირველად ზღაპრების,მოთხრობების საშუალებით ეზიარება.წიგნებიდან ადამიანი     შეიცნობს ცხოვრებას,დაისახავს მიზანს.ადამიანს ისე არაფერი სრულყოფს როგორც წიგნი.
ჯორდანო ბრუნოს უთქვამს ,,ყოველი წიგნი თვალწინ გვიშის ახალ სამყაროს"
კარლო გოლდონი ,,ადამიანი კარგი წიგნით ხელში არასოდეს მარტო არ იქნება"
ალფონს დოდე ,,წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან, ცხოვრების ყოველ განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ, წიგნები არასოდეს გიღალათებენ"

No comments:

Post a Comment