Friday, November 9, 2012

სადიზმი


1. სქესობრივი უკუღმართობა; გამოიხატება მისწრაფებით - ტკივილი მიაყენოს პარტნიორს, აწამოს იგი თავისი სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. 
2. სხვისი წვალებით, ტანჯვით სიამოვნების მიღება - ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის სახელის მიხედვით, რომელმაც თავის რომანებში აღწერა ასეთი სქესობრივი უკუღმართობა.

სადიზმი შეიძლება გამოხატავდეს სადო-მაზოხიზმს – სექსუალურ პარაფილიას რომელიც გულისხმობს სექსუალური სიამოვნების მიღებას სადიზმის და მაზოხიზმით, ხოლო როგორც პერსონალობის დარღვევა სადიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის ქცევა გამოიხატება აგრესიით,  სიმკაცრით, ადამიანისთვის ზიანით მიყენებით,   წამებით. სადიზმის მიზეზებში მნიშვნელოვანი კომპონენტია აღზრდა, თუმცა ბიოლოგიურ და გარემო ფაქტორებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სხვადასხვა თეორიის მიხედვით სადიზმი შეიძლება იყოს შინაგანი დაუცველობის საპასუხო რეაქცია, ან წარსულში გადატანილი ძლიერი ტრავმის ანარეკლი.  წარსულში ასეთი ადამიანები ხშირად არიან სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თანამონაწილე ან მოწმე.
სადიზმის მახასიათებლებია:
  • ფიზიკური სისასტიკე, ძალადობა დომინანტობის მოპოვების მიზნით. (ძალადობა არ არის განპირობებული სხვა მიზნით მაგ. ძარცვა.)
  • დამცირება/შეურაცხოფა სხვა ადამიანების თანდასრებით.
  • თავის დაქვემდებარებაში მყოფს ექცევა გასნსაკუთრებულად უხეშად.
  • სხვისი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური წარმებით იღებს სიამოვნებას ან ეუფლება კმაყოფილების გრძნობა ამ პროცესების ყურებით.
  • შეუძლია ნებისმიერი ტყუილი თქვას სხვას თუ ზიანს მიაყენებს – მხოლოდ ამ მიზნით.
  • ზღუდავს იმ ადამიანების თავისუფლებას და ავტონომიას ვისთან ერთადაც უწევს ახლო კონტაქტი.
  • ხიბლავს ძალადობა, ძალადობის იარაღები, სხვისი დაზიანება ან წამება.

No comments:

Post a Comment